საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ონლაინ კონფერენცია კომპიუტერულ მოდელირებაში

 

სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით 2020 წლის 29 ივნისს ჩატარდა ფიზიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია:„ფიზიკის ამოცანების კომპიუტერული მოდელირება“.

წრის ხელმძღვანელი ასოც.პროფ. ოლეგ ხარშილაძე.

 კომისიის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი და საპატიო პრიზი დაიმსახურა ვიტალი დიდიძემ.

მეორე ადგილი და საპატიო პრიზი -  თამარ ნიკვაშვილმა.

მესამე ადგილი გაიყვეს და საპატიო პრიზები მიიღეს: მარიამ   ცინდელიანმა და ეკატერინე ჭონიშვილმა.

საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს:

ბიძინა ფოცხვერაშვილმა, გიგლა შეყილაძემ, გიორგი გავაშელმა, თამთა ასათიანმა, ლევან ლოლაძემ და ლევან პაპაშვილმა. მათ გადაეცათ კონფერენციის სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

თარიღი: 03/07/2020